აბიტურიენტებს ხელახალი ონლაინ რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ

აბიტურიენტებს ხელახალი ონლაინ რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ

აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში დადგენილი ზღვარი გადალახეს ხელახალი ონლაინ რეგისტრაციის ვადა დღეს ეწურებათ.

განათლების სამინისტრომ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, ხელახალი არჩევანის გაკეთებისა და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები. ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის 11 სექტემბრიდან დაიწყო და დღეს დასრულდება.