ემიგრანტების საარჩევნო რეგისტრაცია დასრულდა

ემიგრანტების საარჩევნო რეგისტრაცია დასრულდა

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაცია უკვე დასრულდა.

არსებული მონაცემები ჯერ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას, ხოლო შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა.

ამასთანავე, უკვე ცნობილია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები გაუქმდა ირანსა და იორდანიაში, ვინაიდან ამ ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთაგან აქტიური საარჩევნო უფლება 42 613 ამომრჩეველს აქვს. 10 სექტემბერის მონაცემებით, საკონსულო-საარჩევნო რეგისტრაცია 1 409 ამომრჩეველმა გაიარა.