დავით ბაქრაძე დღეს ნატო-ს ელჩებს შეხვდება

დავით ბაქრაძე დღეს ნატო-ს ელჩებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დღეს ნატო-ს ელჩებს შეხვდება.

შეხვედრა პარლამენტის სათათბირო ოთახში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ნატო–ს ელჩების ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს  სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ სპექტრთან. მათ  რუსთავის იუსტიციის სახლიც მოინახულეს.

ამასთან,  ვიზიტის ფარგლებში,  დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძეს შეხვდებიან.

გარდა ამისა, დაგეგმილია სტუმრების გორში ჩასვლაც,  სადაც ისინი სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ და დევნილებს შეხვდებიან.