ივანიშვილი: დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია

ივანიშვილი: დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია არათუ დაიშლება, არამედ უბრალოდ ფრაქციებიად დაიყოფა. ამის შესახებ მან მარნეულში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ექნებათ ფრაქციები, რაც ნორმალურია.

„არაფერი დაიშლება და დაიღუპება. ჩვენი კოალიცია არ დაიშლება და არ დაინგრევა. მათ ექნებათ ფრაქციები და ეს ნორმალურია. დაიშლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება და არა - ჩვენი კოალიცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, გუშინ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" დაშლა არ გამორიცხა.

მისი თქმით, ეს ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს.