„თავისუფალი საქართველო“  მთაწმინდელებს, ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდელებს, ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„თავისუფალი საქართველო“  მთაწმინდელებს, მაჟორიტარულ არჩევნებში ზაზა პაპუაშვილს, პროპორციულში კი „თავისუფალ საქართველოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

დღეს, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ თარხნიშვილის ქუჩაზე გამართულ ღონისძიებას, სადაც „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ლიდერებმა დაადასტურეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჭორიტარულ არჩევნებში ზაზა პაპუაშვილის მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ შესთავაზეს „ქართულ ოცნებას“ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარული და განსხვავებული პროპორციული სიით მონაწილეობა.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ნუ იტყვის უარს ერთიანობაზე, ვინაიდან, ძირითადი ოპოზიციური ძალების ერთიანობა არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის დამარცხების ერთადერთი წინაპირობაა“, - აღნიშნავენ პარტიის ლიდერები.