ცაგარეიშვილი:  ჩვენ ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ

ცაგარეიშვილი: ჩვენ ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ

 „ჩვენ ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის და იმიტომ ვემზადებით, რომ ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ“, – განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა  გიორგი ცაგარეიშვილმა.

from.ge–სთან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა ჩამოსული და  კიდევ უამრავი ჩამოვა რომლებიც რაიონებისა და რეგიონების მიხედვით გადანაწილდებიან.

„თუ ჩვენ ჩუმად ვართ და პირში წყალი გვაქვს დაგუბებული, მაშინ რას მოვითხოვთ ეუთოს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციისგან? „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს წინასაარჩევნო დარღვევებზე, დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა ჩამოსული, კიდევ უამრავი ჩამოვა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ თუ რა ხდება საქართველოში. რამდენად დემოკრატიულად და სამართლიანად ტარდება არჩევნები. ზოგიერთები, ჩვენს ამგვარ აქტიურობას ცოტა  სხვა კონტექსტში აღიქვამენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრისთვის უფრო ემზადება, ვიდრე 1 ოქტომბრისთვის და შემდეგ უნდათ საერთაშორისო ინსტიტუციები და დამკვირვებლები იმისთვის გამოიყენოს, რომ თავის პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნოს. თუნდაც ეს ასე იყოს, რა არის ამაში ცუდი?  ჩვენ ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის და ვემზადებით იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.