დავით უსუფაშვილის საარჩევნო  შტაბმა მხარდამჭერი კამპანია - „ჩვენ ვიგებთ“ დაიწყო

დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბმა მხარდამჭერი კამპანია - „ჩვენ ვიგებთ“ დაიწყო

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის საარჩევნო  შტაბმა კამპანია - „ჩვენ ვიგებთ“ დაიწყო.

შტაბის წევრები მხარდამჭერი აქციის საშუალებით მოსახლეობას კანდიდატის საარჩევნო პროგრამისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

საბურთალოს მასშტაბით, კანდიდატის „საარჩევნო კუთხეების“ საშუალებით, ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ და დავით უსუფაშვილის პროგრამას, ფლაერებს, გაზეთს, დროშებს და „ქართული ოცნების“ სხვა სააგიტაციო მასალას მიიღებს.

უსუფაშვილის მხარდამჭერ აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

აქცია დღეს ბუკიას ბაღსა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. კამპანიაში მონაწილეობა თავად კანდიდატმაც მიიღო. ის საბურთალოს ამომრჩეველს გაესაუბრა, მათ შეკითხვებს უპასუხა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა გადასცა და არჩევნებზე მისვლა სთხოვა.

დღეს დავით უსუფაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა ჯუმბერ ლეჟავამ, ვაჟა აზარაშვილმა და ზურაბ ბერიკაშვილმა მიიღეს.