ევროპარლამენტი რუსეთს ადამიანის უფლებების გამო აკრიტიკებს

ევროპარლამენტი რუსეთს ადამიანის უფლებების გამო აკრიტიკებს

დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვა გაუარესდა.

„რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო რიგი კანონები, რომელიც ორაზროვანია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ქმედებების,  აგრეთვე სიტყვისა და შეკრებების შესაზღუდად“, -ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარების „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს 6 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა  სამართლებრივი დევნა, რუსეთის დუმის დეპუტატის გენადი გუდკოვის  სისხლის სამართლებრივი დევნა და Pussy Riot-ისადმი გამოტანილი განაჩენი.