ურმას რეინსალუ ივანიშვილს პუტინის საქართველოს „დაპყრობის“ მეორე ეტაპად მიიჩნევს

ურმას რეინსალუ ივანიშვილს პუტინის საქართველოს „დაპყრობის“ მეორე ეტაპად მიიჩნევს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ პუტინის გეგმაზე-საქართველოს „დაპყრობის“ მეორე ეტაპის მომზადებაზე საუბრობს Le Huffington Post-ში და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს დასაპყრობ ბაზად აქცია, სტატიას კი პორტალი News.ru აქვეყნებს.

„პუტინმა აღიარა, რომ სამხედრო მოხალისეების მომზადება სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 2006 წელს ხორციელდებოდა. ეს ამტკიცებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი საქართველოს დაპყრობის ბაზად გადააქცია, რომელიც ამავე დროს თავს წარმოგვიდგენს, როგორც მშვიდობის გარანტი“,-წერს რეინსალუ.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სულ ცოტა ორ გეგმას ხედავს, როგორ „უნდა მოსვას საქართველო ადგილზე“ რუსეთმა. 17-23 სექტემბერს რუსეთის სამხრეთით გაიმართება სამხედრო წვრთნები „კავკასია- 2012“, რომელმაც თბილისი უკვე შეაშინა. სამხედრო შტაბის სამხრეთ ოლქში განაცხადეს, რომ საქართველოში სიმშვიდისთვის მათ უარი თქვეს საქართველოს საზღვრებთან სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, თუმცა რეინსალუ აცხადებს, რომ „2008 წელს, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა,რეგიონში  ასევე მიმდინარეობდა სამხედრო წვრთნები“.

თავდაცვის მინისტრი რუსეთის გეგმის მეორე ნაწილად  პოლიტიკურ არენაზე მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას მიიჩნევს, რომლის ქონებაც 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქტივები გააჩნია რუსეთში და რომელიც სააკაშვილის ერთადერთ მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ იქცა. 

„ხვდებოდნენ რა ეს  რითიც იყო გამოწვეული, საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილს მაშინვე ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა. მათ განუცხადეს ბიზნესმენს, რომ ის კიდევ ორი ქვეყნის-რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მასაც, ბევრი არ უფიქრია და ჯერ რუსეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ საფრანგეთის. ივანიშვილი შეეცადა სასამართლოში გაესაჩივრებინა ხელისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა მოქალაქეობა მის მეუღლეს აღუდგინეს, რომელზეც ივანიშვილი აცხადებდა, რომ მის პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ უფლებადამცველი მანანა კობახიძე დასახელდა“,-აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.

რეინსალუს არ მოსწონს ნატოს საწინააღმდეგო რიტორიკა, რომელიც „რუსული ფულებით იკვებება“.

„ივანიშვილის რიტორიკაში გამოსჭვივის ნაციონალიზმი, უმცირესობებზე თავდასხმა, აგრეთვე ორთოდოქსალური ფუნდამენტური ხედვები. ჯგუფები, რომლებსაც ივანიშვილი აფინანსებს, ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ და არა პოლიტიკურ დებატებს“,-წერს მინისტრი.

ის, რაც არ მოსწონს ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ივანიშვილსა და მის მომხრეებში, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, არ იჩქარონ ნატო-ში შესასვლელად, მისი მომხრეები კი ნატო-ს წევრ თურქეთს ესხმიან თავს და აცხადებენ, რომ ის საქართველოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.

რეინსალუს განცხადებით, ათობით ლობისტი, რომლებსაც ფულს უხდის ივანიშვილი, ამ მომენტში ცდილობენ დაარწმუნონ ბრიუსელი და ვაშინგტონი, რომ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ეწევა რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ დიქტატურას, ეს ხელისუფლება კი  არ შეიძლება მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს დასავლეთთან. სწორედ ეს არის ის მეორე გეგმა, რომლითაც სურს რუსეთს „საქართველო თავის ადგილას მოსვას“.-აღნიშნავს ესტონელი მინისტრი.

ურმას რეინსალუ აღნიშნავს, რომ დასავლეთმა ვერ შეამჩნია როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოში შეჭრისთვის 2008 წელს. „ახლა კი ისინი დაიღალნენ საქართველოსგან, რომელიც მუდმივად საუბრობს „ადამიანებისმჭამელ რუსეთზე“, რომელიც არასოდეს არ იღებდა პასუხისმგებლობას არაფერზე  და როგორც ჩანს , დასავლეთი მზადაა მოქმედებაში მოიყვანოს ივანიშვილის გეგმა.“ ეს გეგმა კი ყველა იმ წარმატებას წაშლის, რასაც საქართველომ მიაღწია“,-წერს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.