ბერლინში ამერიკის საელჩოს ნაწილი  ევაკუირებულია

ბერლინში ამერიკის საელჩოს ნაწილი ევაკუირებულია

BBC-ის ინფორმაციით, ბერლინში ამერიკის საელჩოს ნაწილის ევაკუირება გახდა აუცილებელი მას შემდეგ, რაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა საეჭვო ფოსტა აღმოაჩინა.

საელჩოში აცხადებენ, რომ კონვერტი მძაფრ სუნს გამოსცემდა.

გერმანული პრესა მეხანძრეებზე დაყრდნობით საუბრობს, რომ საელჩოს სამ თანამშრომელს მოულოდნელად, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ამჟამად ადგილზე სამაშველო სამსახურის 50 თანამშრომელი მუშაობს.