ვიქტორ  დოლიძე ჭაბუა ამირეჯიბს ესტუმრა

ვიქტორ დოლიძე ჭაბუა ამირეჯიბს ესტუმრა

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ჭაბუა ამირეჯიბს ესტუმრა. ვიქტორ დოლიძემ და ჭაბუა ამირეჯიბმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი შეხედულებები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ჭაბუა ამირეჯიბის აზრით, კოალიციამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, სხვა ვერავითარი ფინალი ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს ისტორიას.

„ჩემი და ჭაბუა ამირეჯიბის მოსაზრებები ქვეყნის შესახებ, გლობალურ თემებზე ერთმანეთს ემთხვევა და მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა. საამაყოა, რომ მას ცხოვრების გარკვეული პერიოდი ჩუღურეთში აქვს გატარებული. ჩვენ ვიცით როგორ მონსტრთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი განწყობა იმედიანია. გვსურს, მშვიდობიანად დასრულდეს უსამართლო რეჟიმის მმართველობა“, - განაცხადა  დოლიძემ.