108 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი  გაუუქმდა

108 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი გაუუქმდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 108 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შეიკრიბა.

სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი. საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს ექცევა.

კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება.