ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ხმის დათვლის ინსცენირება გაიმართა

ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ხმის დათვლის ინსცენირება გაიმართა

დღეს სასტუმრო „ბეტსში" საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის ინსცენირება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მოეწყო.

გარდა ამისა, მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო სუბიექტების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, ინსცენირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა დაინტერსებულ მხარეს ხელს შეუწყობს, უკეთესად განსაზღვროს პროცესის ხანგრძლივობა. 

მისი განმარტებით, ამ სახის ღონისძიებები ემსახურება როგორც საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ამაღლებას ასევე ყველა დაინტერსებული მხარის საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, ინსცენირება ხელს შეუწყობს უკეთესად განსაზღვროს ყველა დაინტერსებულმა მხარემ თუ როგორ და რა ვითარებაში მიმდინარეობს ხმის დათვლა და რა თავისებურებებით გამოირჩევა", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.