რევაზ სოხაძე: ავარიული სახლები და სოციალურად დაუცველი ოჯახები–თბილისის რეალობაა

რევაზ სოხაძე: ავარიული სახლები და სოციალურად დაუცველი ოჯახები–თბილისის რეალობაა

პარტია „ახალი მემარჯვენეების“  ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე სამრეკლოს ქუჩაზე სოციალურად დაუცველ ოჯახში მივიდა.

მისი თქმით, იაშვილების ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის, არ იღებს არანაირ დახმარებას; სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და ეს ადამიანები ყოველდღიურად ჭერის ჩამონგრევის მოლოდინში არიან.

„ჩვენ დღეს იაშვილების ოჯახს ვესტუმრეთ. მდგომარეობა, რომელიც აქ დაგვხვდა, ძალიან მძიმეა: უშემოსავლობა, უმუშვრობა და რაც მთავარია, ყოველდღიურად ჭერის თავზე ჩამონგრევის საშიშროების საფრთხის ქვეშ ყოფნა. გვინდა ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ესეც თბილისია, რეალური და დღეს არსებული და ამასთან გვინდა მოვუწოდოთ: დაასრულოს ვირტუალურ ქალაქზე საუბარი და დაინახოს რეალური ქალაქი, რომელშიც რეალური ოჯახები ცხოვრობენ ადვილად დასანახი და ძნელად გადასაჭრელი პრობლემებით“,  - განაცხადა რევაზ სოხაძემ.