შსს კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს „სწავლება 2012“-ს 22 სექტემბრიდან დაიწყებს

შსს კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს „სწავლება 2012“-ს 22 სექტემბრიდან დაიწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 22-28 სექტემბერს თბილისის მახლობლად კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს "საქართველო 2012" ჩაატარებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ვარჯიშში მონაწილეობას ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭო (EAPC) და 13 ქვეყანა მიიღებს, რომლებიც ვარჯიშში თავიანთი ოფიცრებით ჩაერთვებიან.

მთლიანობაში ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს ათასზე მეტი პირი, რომლების ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფის წევრები იქნებიან სხვადასხვა სახის საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილებით. ვარჯიშს ასევე 60 მდე დამკვირვებელი დაესწრება. „საქართველო 2012" საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავიანთ შესაძლებლობები, ასევე გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში“, - აღნიშნავეს უწყებაში.

 გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართო მასშტაბიან ნგრევას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს.

 „ვარჯიშის განმავლობაში ნატო და მისი პარტნიორი ქვეყნები პრაქტიკაში გამოიყენებენ დადგენილ პროცედურებს და გამოცდიან თავიანთ შესაძლებლობებს კატასტროფებზე რეაგირების უნარების გაუმჯობესების მიზნით. ვარჯიში ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებული ქვეყნებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კატასტროფებს და მოახდინონ ეფექტური კოორდინაცია შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებისას“, - აღნიშნულია განაცხადებაში.

 შსს-ს ინფორმაციითვე, ვარჯიში შემდეგი ფაზებისგან შედგება: 22-24 სექტემბერი: ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება, ჯგუფების მიღება, მონაწილეთა ტრენინგი და სამეთაურო ვარჯიში. 25-26 სექტემბერი: საველე ვარჯიში პოლიგონზე. 27 სექტემბერი: შეფასება, VIP დღე, დემონსტრაციები და დახურვის ცერემონია. 

 "საქართველო 2012"- ეს არის საქართველოს მიერ 2012 წელს შეტანილი წვლილი "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში. 2000 წლიდან დღემდე ეს უკვე მეთოთხმეტე საველე ვარჯიშია, რომელიც "კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის" მიერ ტარდება", - აღნიშნეს უწყებაში.