ქართულმა  არასამთავრობო სექტორმა აშშ-ის საელჩოსთან ხსოვნის აქცია გამართა

ქართულმა არასამთავრობო სექტორმა აშშ-ის საელჩოსთან ხსოვნის აქცია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ხსოვნის აქცია გამართეს.

 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საელჩოსთან მიიტანეს ყვავილები, რომლითაც სიმბოლურად ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ააწყვეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის განცხადებით,  ამ ფორმით მათ  თანაგრძნობა და პატივისცემა გამოხატეს ამერიკელი ხალხისადმი ლიბიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც აშშ-ს ელჩი ემსხვერპლა.

 „უფლებადამცველთა გაერთიანების“  წევრის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, დღევანდელი აქციით ქართული არასამთავრობო სექტორი სამძიმარს უცხადებს ამერიკელ ხალხს 4 თანამემამულის დაკარგვის გამო.

ქართულ არასამთავრობო სექტორს თანაგრძნობის გამოხატვისთვის ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს.

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოზე 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი.