ბიძინა ივანიშვილი: კოალიციამ ისეთი მექანიზმი შეიმუშავა, რომლითაც თითოეული ხმის დაცვას მოახერხებს

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციამ ისეთი მექანიზმი შეიმუშავა, რომლითაც თითოეული ხმის დაცვას მოახერხებს

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციამ ისეთი მექანიზმი შეიმუშავა, რომლითაც თითოეული ხმის დაცვას მოახერხებს. ამის შესახებ მან დღეს ბოლნისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კანდიდატია "ქართული ოცნებიდნ".

ამასთანავე, შეკრებილ საზოგადოებას მან კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე.

„ჩვენ ისეთი მექანიზმები გვაქვს შემუშავებული, თითოეულ ხმას დავიცავთ. არანაირ გაყალბებას არ ექნება ადგილი. 1-ელ ოქტომბერს იმდენი დამკვირვებელი ჩამოვა, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქვემო ქართლის რეგიონში მორიგ შეხვედრას კოალიციის