სამოქალაქო მოძრაობა საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო მოძრაობა საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო მოძრაობა საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველი საზოგადოების ვალია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდეს. მათი თქმით, აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ღირსეული ხელისუფალი მოვიდეს.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელმა, იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ ამ ქვეყანაში დღეს ყველა სამართალს ეძებს.

„არ შეიძლება საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ქართველი, ან არაქართველი უფუნქციოდ იყოს და დღევანდელ ხელისუფლებას უყურებდნენ. მოვუწოდებთ ყველას ჩაერთოს ამ პროცესში და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შევძლოთ. თქვენს წინ  ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩემს უკან ჩემი შვილის საფლავი“, - განაცხადა ვაზაგაშვილმა.

სამოქალაქო  მოძრაობის წამრომადგენლების თქმით, მათ 1 ოქტომბრის საპარლამენტო აარჩევნებში საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავიანთი დამკვირვებლები ეყოლებათ. მათივე თქმით, მუშაობა დაიწყო სახალხო ეგზითპოლებმა, რომელთა საფუძველზე სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოცემულ არჩევნების შედეგებს - დათვლილ ხმებს, წარუდგენენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რეალური სურათი ასახონ.

სამოქალაქო  მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ სახალხო ეგითპოლები საზოგადოების თვალი იქნება.