კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში დაჩი ცაგურიას მორიგი აქცია ტელეკომპანია მზესთან გაიმართა

კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში დაჩი ცაგურიას მორიგი აქცია ტელეკომპანია მზესთან გაიმართა

უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ კამპანია „წართმეულიას" ფარგლებში მორიგი აქცია ტელეკომპანია „მზე"-სთან გამართა.

აქციაზე როგორც ცაგურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია გელა ბეჟუაშვილმა ძალდატანებით მიითვისა.მისი თქმით, საეჭვოა რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ამხელა ობიექტი ბეჟუაშვილისთვის ეჩუქებინა.

„ეს, ჩემი აზრით, ძალდატანებით განხორციელებული აქტია. ძალადობის მიზანი, რომელიც განხორციელდა კანონიერ მესაკუთრეზე, ამ შემთხვევაში ვანო ჩხარტიშვილზე, ის იყო, რომ ჩაეკლათ ყველანაირი ობიექტური აზრი, რომელიც შესაძლოა, ამ ტელეკომპანიის მეშვეობით გასულიყო", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ და აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.

დღესვე, კამპანიის მონაწილეებმა ტელეკომპანიასთან სტიკერებიც გააკრეს - „წართმეულია".