„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პარლამენტის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პარლამენტის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წამრომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ, სადაც თბილისში პარლამენტის შენობის  გასხვისებას აპროტესტებენ.

სამგორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის შოთა ბაჯალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობა უკვე გაყიდულია, თუმცა, საზოგადეობისთვის უცნობია ინვესტორის ვინაობა.

ახალგაზრდებს მიაჩიათ, რომ თბილისში კიდევ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და სტარტეგიული შენობაა გასხვისებული, რომლებიც უშუალოდ რუსეთზეა გაყიდული.

„არ ვიცით, პარლამენტის შენობა ნამდვილად რუსეთზეა თუ არა გაყიდული, მაგრამ იგი გასხვისებულია და ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. საქართველოში ძირძველი შენობები ასე არ უნდა იყიდებოდეს“-განაცხადა ბაჯალაძემ.

მისივე თქმით, მსგავის შენობები „ბებერ ძვლებზე დგას“ და ამიტომ, ისინი საქართველოს უნდა დარჩეს და უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს.