ნატო-ს ელჩები ხვალ დავით ბაქრაძეს შეხვდებიან

ნატო-ს ელჩები ხვალ დავით ბაქრაძეს შეხვდებიან

ნატო-ს ელჩები ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში შედგება.

ნატოს ელჩების ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.  ელჩები დღეს შეხვედრას გამართავენ სახალხო დამცველთან  გიორგი ტუღუშთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. .

ვიზიტის ფარგლებში დიპლომატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძეს შეხვდებიან.

ნატო-ს ელჩები შეხვედრას გამართავენ ქართული არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია სტუმრების გორში ჩასვლაც, სადაც ისინი სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ და დევნილებს შეხვდებიან.