პრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს „იკაროს“-ს ესტუმრა

პრემიერ-მინისტრი პროფესიულ კოლეჯს „იკაროს“-ს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე,  თბილისში მდებარე პროფესიულ კოლეჯს „იკაროს“-ს ესტუმრა. პროფესიული სწავლების ცენტრი „იკაროსი“ 2007 წელს გაიხსნა და ორიენტირებული არის სერვისის სფეროში დაბალი და საშუალო რგოლის მომსახურე პერსონალის მომზადებაზე. სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა: კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმის,  კვებისა და სასმელების სერვისი და სასტუმრო საქმე.

სასწავლებელში პრემიერ-მინისტრი სწავლის პროცესის მიმდინარეობას და კოლეჯის გაფართოების გეგმებს გაეცნო. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, გახსნის დღიდან დღემდე სასწავლებელმა 3000-მდე სტუდენტი მოამზადა, რომელთა76% დასაქმებული არის. სტუდენტებთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობაც და შესაბამისად მოთხოვნა იმ პროფესიებზე, რომლების დაუფლებაც კოლეჯ „იკაროს“-ში არის შესაძლებელი.