„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საარჩევნო ადმინისტრაციებისა და  სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი მიმართვას ავრცელებენ

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი მიმართვას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საარჩევნო ადმინისტრაციებისა და  სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი მიმართვას ავრცელებენ.

მიმართვაში კონკრეტული  განცხადებები და წინადადებებია წარმოდგენილი.

მიმართვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებე­ბი­სათვის”, რომე­ლ­საც არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის საფუძველზე საქართ­ველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში  არჩევნების მიმდინარეობის პროცესის ფოტოვიდეოგადაღებას განახორციელებს.

არასამთავრობოში აცხადებენ, რომ  ეს ხელს შეუწყობს არჩევ­ნე­ბის გამჭვირვალობას, მოგვცემს ყველა დარღვევის დაფიქსირებისა და საჭიროე­ბის შემთხვევაში, დარღვევების გასაჩივრებისას შესაბამისი მტკიცებულებების შექმ­ნის შესაძლებლობას.

„ობიექტური არჩევნების ჩატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით ჩვენი ორგანი­ზაციის ოფისში შეიქმნება დარღვევების დაფიქსირების შტაბი, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს ყოველ 2 საათში გაიმართებს ბრიფინგი და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარმოდ­გენილი იქნება ფოტო და ვიდეომასალები.

ჩვენ უკვე მივმართეთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნულ საკითხთან  დაკავ­ში­რე­ბით და მოვითხოვეთ მათგან ამ საქმიანობაში ხელის შეწყობა და საარჩევნო უბნებ­ზე უწყვეტი დენის წყაროს უზრუნველყოფა.

ამჯერად მივმართავთ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, თვითეულ მოქალაქეს, ბეჭდ­ვითი და ელექტრონული მედიის ყველა საშუალებას (გაზეთებს, ტელევიზიებს, რადიოებს, ჟურნალებს, ინტერნეტტელევიზიებს, ინტერნეტგაზეთებს, სააგენტოებს), რათა მათ თავიან­თი რესურსები გააერთიანონ არჩევნების მიმდი­ნარეობის პროცესის ფოტოვიდეოგადაღების საქმეში, ერთად შევქმნათ დარღვე­ვების ერთიანი ბაზა და არჩევნების დღეს ერთად მოვახდინოთ ამ დარღვევების შესახებ მოპოვე­ბული და დაფიქსირებული მასალების წარდგენა საზოგადოების წინაშე“, - ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა აქტიურ მოქალაქეს, ვისაც აქვთ სურ­ვილი და შესაძლებლობა, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების გაერთიანებისკენ მოუწიდებს.

„რათა არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს ჩვენ, მოქალაქეებმა, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება, დავიცვათ ჩვენი ხმები და ვამხილოთ ყველა დარღვევა და გაყალბება“, - ნათქვამია მიმართვაში.