საგარეო უწყება ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმას გმობს

საგარეო უწყება ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმას გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს,  აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო.

ამის შესახებ, საგარეო უწყება განცხადებას აქვეყნებს.

ქართული მხარე უერთდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს და მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას,  გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთის, 11 სექტემბერს ქალაქ ბენღაზიში, აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმისას, აშშ-ს საელჩოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ს ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საგარეო უწყების ოფიცერი შონ სმიტი დაიღუპნენ.