ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ,  „ქართული ოცნების“  დაშლა გარკვეულწილად ლოგიკურია

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დაშლა გარკვეულწილად ლოგიკურია

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ  ის არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლას არ გამორიცხავს.

ივანიშვილის თქმით, ეს ნორმალურიც იქნება, რადგან კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს.

„ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური და ნორმალურია“,  - განაცხადა ივანიშვილმა.