ევროსაბჭოს დელეგაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების შესაძლებლობა აღმოფხვრას

ევროსაბჭოს დელეგაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების შესაძლებლობა აღმოფხვრას

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენების ყველა შესაძლებლობა აღმოფხვრას.

დღეს პარლამნეტში გამართულ ბრიფინგზე დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამა თუ იმ სუბიექტის დაჯარიმებაზეც გაამახვილა ყურადღება.

 დელეგაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნებაში“ გაერთიანებულ ოპოზიციური პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმების მოხსნას გულისხმობს.

დელეგაცია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობას მთლიანად დაემორჩილონ.

1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 30 კაციანი დელეგაცია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.