არჩევნები იქნება ლაკმუსი, რომელიც აქტიურად შეამოწმებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს

არჩევნები იქნება ლაკმუსი, რომელიც აქტიურად შეამოწმებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიმჩნევა.

აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„დელაგაცია შეშფოთებულია იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო რომელიც შეიმჩნევა დაპირისპირებულ მხარეებს შორის და რომელიც საკმაოდ არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისა და ამომრჩევლებს გააცნონ თავიანთი პლატფორმა ის თუ რას სთავაზობენ მათ“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ.

მათივე განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეა გულდასმით აკვირდება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს.

„საქართველოში 1 ოქტომბერს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში და ის იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც აქტიურად შეამოწმებს ამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს“, –აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა აუცილებლად უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის რომ უზრუნვებელყოფილი იქნას კონსტრუქციული, ინკლუზიური კამპანიისათვის გარემო და ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან რომელიც  გაზრდის დაძაბულობას.