ცესკო: უცხოეთში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613 ათასია

ცესკო: უცხოეთში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613 ათასია

ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ უცხოეთში მყოფი საარჩევნოდ დარეგისტრირებული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ცესკოს მონაცემებით, უცხოეთში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობამ 42 613 ათასი შეადგინა.

„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა სია საკონსულოების მიხედვით. სიაში შემავალი  ამომრჩევლების საერთო რაოდენობამ 54,963 შეადგინა, რომელსაც აკლდება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც:იმყოფებიან რუსეთში და იმ ქვეყნებში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებს შეადგენს; შეჩერებული აქვთ საკონსულო აღრიცხვა, იმის საფუძველზე, რომ შსს-ს მონაცემებით, ისინი 2012 წლის პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებიან საქართველოში“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბოლოოდ,  საკონსულოების მიერ მოწოდებულ სიებში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობამ 42,613 შეადგინა,  რომელთა შორის საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია 2012 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით 1,409 ამომრჩეველმა გაიარა.