Forsa-ს  კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში 89%-ით ეკლესია ლიდერობს

Forsa-ს კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში 89%-ით ეკლესია ლიდერობს

სოციოლოგიური და კვლევითი ინსტიტუტის, Forsa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში 89%-ით ეკლესია ლიდერობს. 

რესპოდენტთა 74%-ით ნდობას ქართული არმია იმსახურებს, შემდეგ ხუთეულში კი მოხვდნენ შს სამინისტრო 65%-ით, პოლიცია 47% და ნატო 49%-ით. 

გარდა ამისა, რესპონდენტების 48%-სთვის ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი ევროკავშირია, 47%-სთვის სხვა საერთო ორგანიზაციები, 43%-სთვის პრეზიდენტი, 41%-სთვის მთავრობა, 38%-სთვის პრესა, 36% - პარლამენტი, 35%-სთვის ადგილობრივი თვითმმართველობა. პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 25%-ით განისაზღვრება, სასამართლოსი კი – 30%-ით. 

ორგანიზაცია forsa-მ საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რესპონდენტები კი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.