ილია მეორემ  წიწამურში პარაკლისი ბიძინა ივანიშვილთან ერთად აღავლინა

ილია მეორემ წიწამურში პარაკლისი ბიძინა ივანიშვილთან ერთად აღავლინა

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 105 წლისთავთან დაკავშირებით, წიწამურში, მისი მკვლელობის ადგილზე საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში წმინდა გიორგის სახელობისა და ილია მართლის სახელობის ეკლესიები მოილოცა.

მისი განცხადებით, ილია ჭავჭავაძის ოცნება იყო საქართველო თანამედროვე განვითარებული და პროგრესიული კაცობრიობის ღირსეული წევრი ყოფილიყო და აღნიშნა, რომ დღესაც ისინი აქცენტებს ყოველივე ამაზე აკეთებენ.

„საუბედუროდ დღეს ისევ გვიწევს ილიას ოცნებებზე ზრუნვა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასრულდეს მისი ოცნებები და ჩვენ რეალურად ღირსეული ქვეყანა ავაშენოთ. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოცნებაც“, - განაცხადა ივანიშვილმა.