თერჯოლაში შეიარაღებული სამხედრო პირები გადაადგილდებიან

თერჯოლაში შეიარაღებული სამხედრო პირები გადაადგილდებიან

თერჯოლის ცენტრში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა 50-მდე შეიარაღებულმა  სამხედრო პირმა გაიარა. ეს კადრები ინფო9-ის ჟურნალისტმა გადაიღო, თუმცა ჟურნალისტის შეკითხვებზე რომელი ქვედანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ, საიდან მოდიოდნენ ან ვინ იყო მათი მეთაური, სამხედროებმა პასუხის გაცემა არ ისურვეს.

ინფო9-მ ამ შეკითხვით , თუ რატომ გადაადგილდებოდნენ თერჯოლის ქუჩებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ფეხით,  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი ვერც პრესსამსახურის უფროსის  ნინო პოტრჟებსკაიასგან მიიღო.  „შეკითხვა მეილზე გამოაგზავნეთ და გიპასუხებთ“,- განაცხადა პოტრჟებსკაიამ.