სააკაშვილი: გლდანის რაიონს კონკურენციას ვერც ერთი უბანი ვერ გაუწევს

სააკაშვილი: გლდანის რაიონს კონკურენციას ვერც ერთი უბანი ვერ გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე გლდანის რაიონს კონკურენციას ვერც ერთი უბანი ვერ გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სააკაშვილი მასწავლებლის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესსა და იქ მიმდინარე შიდა სამუშაოებს გაეცნო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარია, რომ ახალი აუზი ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ქვეყნის პირველი პირი გლდანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესითაც დაინტერესდა და განაცხადა, რომ 25 სექტემბრიდან მეხუთე და მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლები წყალს 24-საათიანი გრაფიკით მიიღებენ.

„გარშემო რამდენიმე ახალ პარკსაც ვაკეთებთ. მალე გლდანის რაიონს კონკურენციას ვერც ერთი უბანი ვერ გაუწევს. ასეთი კომფორტული ინფრასტრუქტურა, აუზის თვალსაზრისით, სწავლისა და დასაქმების თვალსაზრისით, ყველაზე მეტ შანსს გლდანელებს მისცემს. ეს კოლეჯი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი იქნება. აქ მალე წყლის პრობლემას მოიხსნება. ეს აუზი არა მარტო ამ მიკრორაიონს არამედ,  მთელ გლდანს ეკუთვნის. მთავარია ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს“,  -  განაცხადა  სააკაშვილმა.