„Forsa“: გამოკითხულთა 29%  სააკაშვილის საქმიანობით კმაყოფილია,  მერაბიშვილის საქმიანობით კი, 42%

„Forsa“: გამოკითხულთა 29% სააკაშვილის საქმიანობით კმაყოფილია, მერაბიშვილის საქმიანობით კი, 42%

საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „Forsa“-ს შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში 29 პროცენტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია, 12 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია,  უკმაყოფილოა ან ძალიან უკმაყოფილოა ჯამში 34 პროცენტი.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, თითქმის იგივეა მისი პროცენტული მაჩვენებელი.

გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია,  22 პროცენტი კი უკმაყოფილო ან სრულად უკმაყოფილოა.  36 პროცენტი ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

გარდა ამისა, forsa-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოკითხვა მოხდა დასაქმების სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებითაც.

შეკითხვაზე,  დასაქმების სამინისტრო არის თუ არა ის გზა, რომელიც გადაწყვეტს უმუშევრობის პრობლემას, 52 პროცენტმა უპასუხა,  რომ არ არის, 33 პროცენტის აზრით სამინისტრო უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს,  15 პროცენტმა კი შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.