„Forsa“: საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში,  გამოკითხულთა 49%  „ქართული ოცნებას“ და 43% „ნაც. მოძრაობას“  დაუჭერდა მხარს

„Forsa“: საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, გამოკითხულთა 49% „ქართული ოცნებას“ და 43% „ნაც. მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს

საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაცია „Forsa“-ს გამოკითხულთა 43%  პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს, 33% კი ვანო მერაბიშვილს აირჩევდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

გამოკითხვის თანახმად,  პირდაპირი არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს,  გამოკითხულთა 43%  პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა, 33% - ვანო მეერაბიშვილს,ხოლო 24%-მა შეკითხვაზე უარი განაცხადა, ან მასზე პასუხი არ იცის.

ცნობისთვის, „Forsa“-ს კვლევა მიმდინარე წლის 17-დან 30 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი გამოიკითხა.