ტომას მელია: ქართველები ამა თუ იმ პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმირებულები არიან და ისინი კარგ არჩევანს გააკეთებენ

ტომას მელია: ქართველები ამა თუ იმ პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმირებულები არიან და ისინი კარგ არჩევანს გააკეთებენ

აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიამ დღეს საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „მათი ამოცანა იმ კლასის გაქრობაა, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს“.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამა თუ იმ პარტიის ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული და ისინი კარგ არჩევანს გააკეთებენ.

„ალბათ, არ იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კამპანიებისა და პლატფორმების კომენტირება დავიწყო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები ამა თუ იმ პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკმაოდ კარგ არჩევანს გააკეთებენ", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ახალციხეში, რაბათის ციხესთან  შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ხალხმა 1 ოქტომბერს მომავალსა და წარსულს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.