ბრეთის რწმუნებულის შეურაცხყოფისთვის მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკაავეს

ბრეთის რწმუნებულის შეურაცხყოფისთვის მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკაავეს

სოფელ ბრეთის რწმუნებულის, ალექსი ელიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის შსს-ს ქარელის რაიონულმა სამმართველომ სოფელ ძლევიჯვარის მცხოვრებნი - მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

შსს-ს ინფორმაციით, ჩაგელიშილმა და ხაბარელმა ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულს ალექსი ელიაშვილს საკუთარ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მირზა ხაბარელი  და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დაკავებულია ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მათ 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-მ ვიდეომასალაც წარმოადგინა, სადაც სოფელ ბრეთის რწმუნებულის, ალექსი ელიაშვილის სამუშაო ოთახი მას შემდეგ არის გადაღებული, რაც რაც მირზა ხაბარელმა და თეიმურაზ ჩაგელიშვილმა დააზიანეს ელიაშვილის კაბინეტი და იქ არსებული ინვენტარი.