იუვალ ფუქსი: ისრაელი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასოდროს აღიარებს

იუვალ ფუქსი: ისრაელი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არასოდროს აღიარებს

საქართველოში ისრაელის ახალი ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით,  ისრაელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბოლომდე უჭერს მხარს და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა მუდმივად გაგრძელდება. 

„ისრაელი არასოდეს არ აღიარებს სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჩვენი სახელმწიფო არანაირად არ უჭერს მხარს დამოუკიდებლობის თვით გამოცხადებას, როგორიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში მოხდა“ - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

ფუქსის განმარტებითვე, საქართველოსთან ისრაელს ოცწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, რომელშიც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერაც იგულისხმება.