თვლის თუ არა ხელისუფლება ემიგრანტებს ისევ ქართველებად?

თვლის თუ არა ხელისუფლება ემიგრანტებს ისევ ქართველებად?

დასავლეთ ევროპის რვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები კიდევ ერთხელ გამოდიან საერთო მოთხოვნით - გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები სხვადასხვა ქალაქებში და მოიხსნას საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური ბარიერები.იმ შემთხვევაში, თუ გამართული აქციები შედეგს არ გამოიღებს, ემიგრანტები საქართველოში წარმომადგენლების გამოგზავნას აპირებენ, რათა შესაბამის უწყებებს ხმა მიაწვდინონ.

„მიუხედავად იმის, რომ ბარხელონის საკონსულოში შეტანილ იქნა 400 ხელმოწერა, რათა საარჩევნო უბანი გახსნილიყო, ხელისუფლებიდან მტკიცე უარი მივიღეთ. კატალონიაში მცხოვრები ემიგრანტები მადრიდში ჩასვლასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ მოვახერხებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ემიგრანტებს ქართველებად აღარ გვთვლის და მათი საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ ვართ“,-აცხადებენ ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტები.