ალექსანდრე შალამბერიძე მოსკოვის პროსპექტის მოსახლეობას შეხვდა

ალექსანდრე შალამბერიძე მოსკოვის პროსპექტის მოსახლეობას შეხვდა

 „თავისუფალი საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე მოსკოვის პროსპექტს ესტუმრა და მოსახლეობასთან შეხვდა გამართა.

 შეხვედრაზე შალამბერიძემ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

 „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება ამას და  უმწვავესი საპროტესტო აქციების ორგანიზებას მოახდენს“, - განაცხადა მან.

 პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც „თავისუფალი საქართველო“ პარტიათა რეიტინგში მესამე ადგილზეა.

 პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ შალამბერიძეს მხარდაჭერა აღუთქვა.