სააკაშვილი: საგამოცდო ცენტრში  გამოცდები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩატარდება

სააკაშვილი: საგამოცდო ცენტრში გამოცდები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელში ამ წუთებში სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხვდება. 

სააკაშვილმა შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის შეცვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოცდო ცენტრი ადრე წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებოდა. 

მისი თქმით, ეს კანტორა წელიწადში ერთხელ იღებოდა, ხელფასები ჰქონდათ თვეში 15 ათას ლარამდე.

„ ერთი თვე იმუშავებდნენ, მივიდოდა ადამიანი და თუ ვერ ჩააბარებდა მთელი წელი ისევ უნდა დალოდებოდა. მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჩაბარებაზე კორუფცია აღარ არსებობდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, საჭირო იყო რეპეტიტორის აყვანა, რასაც შესაბამისი ფინანსები და საშუალება სჭირდება. 

პრეზიდენტის განმარტებით, ამიერიდან საგამოცდო ცენტრი მუდმივად ღია იქნება და გამოცდაც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. 

„ახალგაზრდებს თავისი შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ და მასწავლებლების შემდეგი გამოცდაც იანვარში ჩატარდება, ვინც ვერ ჩააბარა, მეორე შესაძლებლობა იანვარში მიეცემა“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მან განმარტა, რომ გამოცდების ინტენსივობის გაზრდით მთავრობის ამოცანა, არა ვიღაცის ჩაჭრა და „გამოჭერაა“, არამედ, პედაგოგთა დონის გაზრდა და გაუმჯობესებაა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მასწავლებელს დაჭერით ემუქრება და ზოგი კიდევ რითი, მაგრამ ეს არასერიზული საუბარია.  

„ხალხს უყვარს მასწავლებლები და ისინი აფსებენ იმას, რომ პედაგოგები თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობენ. ნიჭის დაფასება ჩვენთვის გადამწყვეტია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.