გამყრელიძე:   დარღვევებზე და ძალადობის ფაქტებზე რეაგირება მნიშვნელოვანია

გამყრელიძე: დარღვევებზე და ძალადობის ფაქტებზე რეაგირება მნიშვნელოვანია

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით,  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების განცხადებებსა და მკაცრ კონტროლზე ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

 აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, ისეთ გავლენიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, როგორებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოა, დამოკიდებულია რამდენად მაღალი იქნება 1 ოქტომბერს ამომრჩევლის აქტივობა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა. მასსა და მასთან ერთად სხვა ორგანიზაციების ობიექტურ განცხადებებთან მკაცრ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და საზოგადოებაში არჩევნებისადმი ნდობა გაიზარდოს. მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული ისიც, რამდენად მაღალი იქნება 1-ელ ოქტომბერს ამომრჩევლის აქტივობა", განაცხადა გამყრელიძემ

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რეაგირება იმ დარღვევებსა და ძალადობის იმ ფაქტებზე, რასაც ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ადგილი.