ჯეიმს კამერონი „ავატარის“ მეოთხე ნაწილზე საუბრობს (VIDEO

ჯეიმს კამერონი „ავატარის“ მეოთხე ნაწილზე საუბრობს (VIDEO

ჯეიმს კამერონმა „ავატარის“ მეოთხე ნაწილის სიუჟეტი გაამხილა, როგორც ცნობილი კანადელი რეჟისორი  MTV-ისთან ინტერვიუში ამბობს, ავატარის მეოთხე ფილმში საუბარია პანდორას პლანეტის  პირველ კოლონისტებზე. სიუჟეტში წარმოდგენილი იქნებიან ახალი პერსონაჟები, რომლებიც ფილმის მომავალი ნაწილის მთავარი გმრები იქნებიან.

„ავატარის“ მეორე და მესამე ნაწილის ანონსი, რეჟისორმა  2010 წლის შემოდგომაზე გააკეთა.

სამგანზომილებიანი ფილმი „ავატარი“  ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ფილმის მთავარი გმირია ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიკ სალი, რომელიც ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. სულით მებრძოლი ჯეიკი იღებს დავვალებას გაფრინდეს პლანეტა პანდორაზე არსებულ დედამიწელების ბაზაზე, რომელიც რამდენიმე სინათლის წელიწადით არის დაშორებული. მოქმედება 2154 წელს ვითარდება.  კორპორაციები პანდორას პლანეტაზე იშვიათ მინერალს მოიპოვებენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანისთვის.

გაყიდვების მიხედვით ამ ფილმმა 2,04 მილიარდი დოლარის მოგება ნახა და გახდა პირველი ფილმი მსოფლიო კინოს ისტორიაში, რომლის შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, იქამდე პირველობას არ თმობდა ჯეიმს კამერონისვე ფილმი „ტიტანიკი“ რომელიც ამ რეკორდს 13 წლის განმავლობაშ ინარჩუნებდა.