ბენღაზში ამერიკის საელჩო გადაწვეს

ბენღაზში ამერიკის საელჩო გადაწვეს

 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით ამერიკაში გამოსული ფილმის შემდეგ, კადაფის მომხრეები ამერიკის საელჩოს შენობასთან მიიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შენობა საელჩოს თანამშრომლებმა  დატოვეს, თუმცა შეტაკებისას ერთი დიპლომატი დაიღუპა, საელჩოს ორი თანამშრომელი კი მძიმედ დაიჭრა. აჯანყებულებმა საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი შენობის თავზე ამერიკული დროშის ნაცვლად, შაჰიდის შავი დროში აღმართვას შეეცადნენ, თუმცა მათ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა შეუშალეს ხელი.

კადაფის მომხრეები აღაშფოთა ფილმის სიუჟეტმა, აჯანყებულთა განცხადებით ამერიკელებმა მუჰამედი და მუსულმანური რელიგია შეურაცხყვეს.