ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლება

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ.

დამატებითი რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინონ.

იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და არჩევნების დღეს საქართველოში იქნებიან, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით, სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართონ“, - აცხადებენ ცესკოში.

მათი ინფორმაციით, ცესკო ამომრჩევლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.