ნუკრი ქანთარია ვაზისუბანში აქციას გამართავს

ნუკრი ქანთარია ვაზისუბანში აქციას გამართავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია ვაზისუბანში, „ქართული ოცნებისა“ და საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად, ხვალ, 12 სექტემბერს, 18:00 საათზე, აქციას გამართავს.
აქცია ვაზისუბანში, მე-4 მიკრორაიონში, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში გაიმართება.