ხვალ, 14:00 საათზე, მამუკა არეშიძე გარდაბანში   საპროტესტო აქციას გამართავს

ხვალ, 14:00 საათზე, მამუკა არეშიძე გარდაბანში საპროტესტო აქციას გამართავს

12 სექტემბერს, 14:00 საათზე, გარდაბნის რაიონში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე გამართავს საპროტესტო აქციას: „შეწყდეს სოფელ თაზაქენდთან მოქმედი (ქალაქ რუსთავში მდებარე კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ცემენტის ქარხანასთან ახლოს - ყოფილი „რუსთავცემენტი“) მარგანეცის მადნის გადამამუშავებელი საწარმოს გამონაბოლქვით მოსახლეობისა და გარემოს განადგურება“.

 გასვლა ჟურნალისტებისათვის, 13:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან.

მისამართი: ერეკლე მეორეს მოედანი #3

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 5 99 508355