სტამბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

სტამბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

სტამბულის ღაზის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა პოლიციის შენობასთან. დაღუპულია ერთი პოლიციელი, დაშავებულია შვიდი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან საავადმყოფოში.

თურქული მედიის ინფორმაციით,თვითმკვლელმა ჯერ ყუმბარა ესროლა შენობას, შემდეგ კი სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებუელი მოწყობილობა მოიყვანა მწყობრში.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ქურთების ტერორისტულმა ჯგუფმა განახორციელა.