შსს-მ დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ  შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შსს-მ დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ  შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ  შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.  85459.15 ლარის ღირებულების 40844.28 გრ. ვერცხლის სამკაულები  თურქეთის  რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფი"-ს გამოვლით  ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სამგზავრო ავტობუსით შემოჰქონდათ.  გატარებული ღონისძიებების შედაგად დაკავებულები არიან  ორგანიზებული ჯგუფის წევრები  -  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნაზიმ რუფად რაიფის ძე კოპუკი, საქართელოს მოქალაქეები - ერვანდ ივანეს ძე მნაცაკანოვი, ალისა სანასარის ასული მნაცაკანოვა, ალექსანდრე ელგუჯას ძე გაბროშვილი, ინგა გიგლას ასული ჭანტურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.