ბაჩო ახალაია  ლიტველ კოლეგას არტურას მელიანასს შეხვდა

ბაჩო ახალაია ლიტველ კოლეგას არტურას მელიანასს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია  ლიტველ კოლეგას არტურას მელიანასს შეხვდა.

შეხვედრას მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ.  მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტოში მიმდინარე რეფორმებზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე დასაქართველოს  შსს-სა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების პროცესის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე  დეტალურად განიხილეს ლიტვასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.  ლიტვის დელეგაცია საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოვიდა.  მათ შეხვედრები გამართეს შსს აკადემიაში, ასევე გაეცნენ 112 - ის  მუშაობას. არტურას მელიანასი საქართველოს ხვალ დატოვებს.