თომას მელია ბაჩო ახალაიას შეხვდა

თომას მელია ბაჩო ახალაიას შეხვდა

დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე,  ტომას მელია დღეს  შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნოდარ ხარშილაძე და ეკა ზღულაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე და  პოლიციის არჩევნებისთვის მზაობის შესახებ ისაუბრეს. ტომას მელია აშშ-ის უწყებათშორისო დელეგაციას ხემძღვანელობს, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს.